აქციაზე "ტვ პირველის" ოპერატორი დაშავდა | სპეცრაზმმა მას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სახეში წიწაკის სპრეი შეასხა

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე "ტვ პირველის" ოპერატორი, ნიკო კოკაია დაშავდა, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. იმ დროს, როდესაც ოპერატორი კამერით ხელში, პირდაპირ ეთერში გადასცემდა მოვლენებს რუსთაველის გამზირიდან, სპეცრაზმმა მას ახლო მანძილიდან, სახეში, დამიზნებით წიწაკის სპრეი შეასხა.

სპეცრაზმელები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის იყენებენ. შსს ამტკიცებს, რომ აქცია "გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს"

მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი