"როგორი ცარიელია დილის თბილისი (არადა როგორც წესი, საცობების დროა), თითქოს სამსახურში არავინ მიდის და სკოლაში არავის მიჰყავს ბავშვები; ახლა ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი საქმე და მხოლოდ ერთი სამსახური - ქვეყნის სამსახური, რომ ხვალ გვქონდეს ქვეყანა და ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მომავალი, ჰქონდეთ სკოლა სადაც საქართველოს ისტორიას ისწავლიან და არა საქართველოს გასაბჭოების მორიგ ტრაგედიას. შევხვდებით დღეს.." - წერს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ფეისბუკზე.
შეგახსენებთ, საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან ძალადობრივად გაათავისუფლეს. 28-29 ნოემბრის საპროტესტო აქციის მონაწილეები ევროინტეგრაციის დღის წესრიგიდან მოხსნასთან დაკავშირებით საქართველოს თვითგამოცხადებული მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.