ზუგდიდში საპროტესტო გამოსვლები დღესაც გრძელდება. სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები უკვე მეორე დღეა თვითგამოცხადებული ხელისუფლების გადაწყვეტილებასა და მშვიდობიან მომიტინგეებზე პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას აპროტესტებენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ ოლიგარქმა ქვეყანას ევროპისკენ მიმავალი გზა ჩაუკეტა. ისინი მოსახლობას ქუჩაში გასვლისა და მასიური პროტესტისკენ მოუწოდებენ.
ავტორი: ემა გოგოხია