სტუდენტებს, რომლებიც ვერ დაესწრებიან მიმდინარე ლექციებს და სხვა სასწავლო აქტივობებს, არ ჩაეთვლებათ გაცდენა | თსუ-ის ადმინისტრაცია

გამოქვეყნდა:

სტუდენტებს, რომლებიც ვერ დაესწრებიან მიმდინარე ლექციებს და სხვა სასწავლო აქტივობებს, არ ჩაეთვლებათ გაცდენა - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ადმინისტრაციამ სტუდენტებს ელექტრონულ პორტალზე გაუგზავნა.

"უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე სტუდენტთა ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება უნივერსიტეტში სასწავლო პროცესთან შეჩერებასთან დაკავშირებით.

უნივერსიტეტი პატივს სცემს და ითვალისწინებს თითოეული სტუდენტის შეხედულებას და გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებას. შესაბამისად, სტუდენტებს რომლებიც ვერ დაესწრებიან მიმდინარე ლექციებს და სხვა სასწავლო აქტივობებს, არ ჩაეთვლებათ გაცდენა და სასწავლო კომპონენტები ინდივიდუალურად აღუდგებათ სემესტრის დასრულებამდე.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი!“ - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი