"ვგმობთ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც შეაფერხებს ევროინტეგრაციას" | თსუ-ის სენატი

გამოქვეყნდა:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:

"ჩვენ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრები ვაცხადებთ, რომ ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის განმტკიცების, უსაფრთხოების, მშვიდობისა და განვითარების მყარი გარანტიაა. ამასთანავე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებაშიც გაცხადებულია, რომ „უნივერსიტეტი არის ავტონომიური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საუნივერსიტეტო განათლების კლასიკურ ევროპულ მოდელზე დაფუძნებული უნივერსალური სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ცენტრი“ და მისი მიზანია „სტუდენტთათვის თანამედროვე სტანდარტის შესატყვისი განათლების მიცემა, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მართლშეგნების მაღალი დონის მქონე მოქალაქეთა აღზრდა, ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია“.
გამომდინარე საქართველოს ცივილიზაციური არჩევანიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიიდან, ვგმობთ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც შეაფერხებს ევროინტეგრაციის და შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებისა და გაძლიერების პროცესს.
მხარს ვუჭერთ უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თითოეულ მოქალაქეს, რომელიც იცავს და მომავალშიც დაიცავს საქართველოს თავისუფლებასა და ევროინტეგრაციას. " ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერები:

  • 1. გიორგი არქანია - სენატის წევრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ მოწვეული ლექტორი
  • 2. თეა  ქარჩავა, თსუ სენატის წევრი, ისტორიკოსი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
  • 3. გიორგი ლაბაძე - სენატის წევრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ მოწვეული ლექტორი
  • 4. ნინო პაქსაშვილი - სენატის წევრი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი
  • 5. იზაბელა პეტრიაშვილი - სენატის წევრი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
  • 6. მანანა რუსიეშვილი - სენატის წევრი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი
  • 7. თამარი ჯინჭარაძე - სენატის წევრი, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი
  • 8. ილია თავხელიძე - სენატის წევრი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

სია განახლებადია

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი