რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან. საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. თვითგამოცხადებული ხელისუფლების გუშინდელ გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი შეაჩერა, მეორე დღეა დედაქალაქის ცენტრალური გამზირი პროტესტის მთავარი კერაა.