ახლობლები აქციის დროს დაკარგულ ვადიმ ბაშაკინს ეძებენ

გამოქვეყნდა:

რუსთაველზე მიმდინარე აქციის დროს ვადიმ ბაშაკინი დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობარი ავრცელებს

არსებული ინფორმაციით, ვადიმ ბაშაკინი დარბევამდე 5 წუთით ადრე ოპერასთან იმყოფებოდა და მთაწმინდისკენ მიტროფანე ლაღიძეს ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებოდა. 

"დავკარგე მეგობარი, დავიშალეთ ოპერის თეატრთან, დარბევამდე 5 წუთით ადრე. დაიძრა მთაწმინდისკენ მიტროფანე ლაღიძეს ქუჩის მიმართულებით ფეხით. ტელეფონი ჩართული ჰქონდა, ახლა გათიშულია, მჭირდება დახმარება. ეცვა მუქი ყავისფერი ქურთუკი, შავი შარვალი. ქუდის გარეშე. სახელი გვარი: ვადიმ ბაშაკინ," - წერს ლაშა შამუგია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი