„არ დავემორჩილები, როგორც დიაკვანი არ ვიმსახურებ მასთან ერთად“ - ეს განცხადება ჭყონდიდის ეპარქიის დიაკვანმა გააკეთა.
მარტვილის ტაძრის დიაკვანი, პეტრე ღუდუშაური მეუფე პეტრეს სკანდალურ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ თუ მეუფის სიტყვები დადასტურდება, ის არ გეგმავს, რომ დაემორჩილოს სინოდს.
„მაინტერესებს სიმართლე გაირკვას. მეუფე პეტრე თუ მტყუანი არის გაარკვიონ და ეს არ არის პატარა ბრალდება... გაგვარკვიონ, თუ ეს სიმართლეა პატრიარქზე, რასაც მეუფე იძახის, როგორ შეიძლება ასეთ პატრიარქს და სინოდს დავემორჩილო, რომელიც მალავს, არ დავემორჩილები, მაგრამ მე ღვთის მადლით, ისევ ვიღვაწებ, როგორც დიაკონი, არ ვიმსახურებ მაგათთან ერთად, იმიტომ, რომ მაგათი თანამონაწილე არ გავხდები წირვაში და როგორც ბერი, თუ არ დამსჯიან ეგენი, ზიარებით ვეზიარები და ბერი ვიქნები ეკლესიაში“, - ამბობს პეტრე ღუდუშაური.
სინოდმა და პატრიარქმა მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენა. როგორც საპატრიარქოდან გამოსულმა მეუფე პეტრემ თქვა, "ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის".