"ჟურნალისტების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება" | ქუთაისში მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს

გამოქვეყნდა:

"ჟურნალისტების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება"; "მოგვეცით უსაფრთხოდ მუშაობის საშუალება," - ამ დევიზით ქუთაისში მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

მედიის წარმომადგენლები, თბილისში აქციის დროს, კოლეგებზე განხორციელებულ ძალადობას გმობენ და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

შეგახსენებთ, რომ საპოლიციო ძალები თბილისში, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს: მარიამ გაფრინდაშვილს, გურამ როგავას, გიორგი კვიჟინაძეს, დავით ცაგარელს და სხვებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი