
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან და "ქართული ოცნების" მიერ ანტიკონსტიტუციურ და ანტიეროვნულ პოლიტიკას გმობენ.
"ჩვენ, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები, ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიკონსტიტუციურ და ანტიეროვნულ პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის ქვეყნის ევროინტეგრაციულ მისწრაფებას და ემსახურება კრემლის ინტერესებს.
პატივს ვცემთ რა ჩვენი წინაპრებისა და თანამედროვეების ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და სისხლი დაღვარეს რუსეთის იმპერიული მარწუხებისგან ქვეყნის გამოსახსნელად, ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ რწმენას, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული ქვეყნის საგარეო კურსი ასახავს ჩვენს საუკუნეობრივ სურვილს, გავხდეთ ჭეშმარიტ ფასეულობებზე დაფუძნებული ევროპული სამყაროს წევრი," - წერია განცხადებაში.
ხელს ვაწერთ:
სია განახლებადია