მირტყამდნენ, სრულიად უმიზეზოდ | აქტივისტ ტატო ქელბაქიანის შვილი

გამოქვეყნდა:

საპოლიციო  ძალებმა 29-30 ნოემბრის აქციაზე აქტივისტი ტატო ქელბაქიანის არასრულწლოვანი შვილი დემეტრე ქელბაქიანიც დააკავეს. მისი თქმით, პოლიცია დაკავების დროს მას ფიზიკურად გაუსწორდა. 

დემეტრე ქელბაქიანის თქმით, ის დიღმის განყოფილებაში რამდენიმე საათით ჰყავდათ, შემდეგ კი ხელწერილით გაათავისუფლეს. 

"მეუბნებოდნენ რომ მე მათ ვაგინებდი, როდესაც მსგავსი არაფერი არ ყოფილა. მირტყამდნენ, სრულიად უმიზეზოდ, მანქანასთანაც სანამ მივიდოდი დამეწია ერთი რობოკოპი, ჩამარტყა კისერში უკნიდან, რომ შევტრიალდი სახეში კიდევ შემომარტყა და მანქანაში ჩაჯდომამდე წიხლიც მიმაყოლა.

მაგის გარდა, ჩემი მეგობარიც სასტიკად სცემეს, დათო გორგილაშვილი, წითელ მაისურიანი ბიჭი, მისი ვიდეო გავრცელდა, სახე ჰქონდა სრულიად სისხლიანი, მე თვალი მოვკარი მას და ერთად დაგვაკავეს. 

წამიყვანეს განყოფილებაში და ხელწერილით გამომიშვეს და მთხოვეს, რომ მომეწერა ხელი, თითქოს მე დავარღვიე რაიმე ადმინისტრაციული კანონი, როდესაც მსგავსი არაფერი არ მომხდარა. იზოლატორში არ გადავუყვანივარ," - ამბობს დემეტრე ქელბაქიანი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი