საპროტესტო აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან - ადამიანები, რომლებიც ე.წ. ხელისუფლების მხრიდან საგარეო კურსის შეცვლას აპროტესტებენ ამ წუთებში კოსტავას 68-სთან არიან შეკრებილები და მაუწყებლის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, აიღონ პასუხისმგებლობა და დატოვონ თანამდებობები იმ სარედაქციო პოლიტიკის გამო, რომელსაც ეწევიან. ადგილზე იმყოფებიან თინათინ ბერძენიშვილი და ვასილ მაღლაფერიძეც, რომლებიც მათი კოლეგების, ყოფილი თუ მოქმედი თანამშრომლების კრიტიკასა და მოთხოვნას ისმენენ. აქციის მონაწილეები ითხოვენ პირდაპირ ეთერსა და დებატებს.