"ვემიჯნებით 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას" | ახალგაზრდული ორგანიზაციები

გამოქვეყნდა:

"ჩვენი არჩევანი  ევროკავშირშია"  - აცხადებენ ახალგაზრდული ორგანიზაციები და ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

"ჩვენ, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა თუ საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები, ახალგაზრდული მუშაკები და ის ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდული პოლიტიკისა და პრაქტიკის განვითარებისთვის დაუღალავად ვშრომობთ,  ხელს ვუწყობთ ჩვენს ქვეყანასა და ახალგაზრდებს, იყვნენ ადამიანის უფლებებზე, თავისუფლებაზე, თანასწორობაზე, კეთილდღეობასა და განვითარებაზე დაფუძნებული ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები, ვემიჯნებით 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც საბოლოოდ ჭრის ევროინტეგრაციისკენ გაკაფულ გზას და სამუდამოდ ანადგურებს ახალგაზრდული სფეროს მიერ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიღწეულ შედეგებს. 

მოვუწოდებთ სფეროს წარმომადგენლებსა და  საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს, არ შეეგუონ საქართველოს ისტორიული არჩევანის გადაწერას! 
ახალგაზრდებს, ახალგაზრდულ ჯგუფებსა და ორგანიზაციებს მოგიწოდებთ ერთობისკენ და პრო-აქტიურობისკენ!" ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი