"ქართული სპორტის ქომაგები" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან და წერენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ აქციის მონაწილეებზე განხორციელებული სასტიკი ძალადობა დაუშვებელია.
"დაუშვებელია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ აქციის მონაწილეებზე განხორციელებული სასტიკი ძალადობა. ჩვენი ქვეყანა ევროპის განუყოფელი ნაწილია და ამ გზიდან ნებისმიერი სახით გადახვევა არის სახელმწიფოებრივი დანაშაული.
"ქართული სპორტის ქომაგები" ყოველთვის ვდგავართ და ვიდგებით იქ, სადაც წყდება საქართველოს აწმყო და მომავალი. ჩვენ პოზიციას, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც მუდამ ვაფიქსირებთ.
"მე იმ კაცის დედა მოვ@ყან,
ვინც პირველად რუსი აქო!" - წერენ ქომაგები.