ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც აფერხებს ქვეყნის განვითარების ევროპულ და დემოკრატიულ კურსს - ნათქვამია გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელთა საერთო განცხადებაში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
"ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლები გაეროში, ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოს არალეგიტიმური ე.წ. “მთავრობის” მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომლის თანახმად, ყველა კონსტიტუციური ორგანოს ვალდებულებაა ყველაფერი გააკეთოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის.
მსგავსი ქმედებები სერიოზულად აზიანებს საქართველოს სუვერენიტეტს, დემოკრატიულ განვითარებასა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. ეს არის ღალატი ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ურყევი ნებისა, რომელიც მრავალჯერ გამოთქმულა როგორც ქვეყნის კონსტიტუციაში, ასევე რეფერენდუმში, სხვადასხვა საზოგადოებრივ გამოკითხვასა თუ პოლიტიკურ პროცესში.
ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც აფერხებს ქვეყნის განვითარების ევროპულ და დემოკრატიულ კურსს, მათ შორის კონსტიტუციური ნორმების უგულებელყოფასა და საზოგადოების ნების საწინააღმდეგო ქმედებებს, რომლის მიზანია დიქტატურის დამყარება ქვეყანაში, რაც ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც, საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა.
ასევე, ვგმობთ ძალოვანი სტრუქტურების ძალადობას მოქალაქეებზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რაც არღვევს სამოქალაქო მშვიდობას, მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს.
ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლები გაეროში, მტკიცედ ვიცავთ და ყოველთვის დავიცავთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ჩვენს ისტორიულ მიზანს.
გვჯერა, რომ საქართველო ყოველთვის იყო, არის და უნდა დარჩეს დიდი ევროპული ოჯახის განუყოფელ ნაწილად, რაც განუყოფელია ევროკავშირის წევრობისგან.
ჩვენი გზავნილი ნათელია: საქართველომ უნდა აღადგინოს და გააგრძელოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი!"
ხელმომწერები:
1. ნინო გოგოხია
საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში 2021-2022 წლებში
2. ესმა გუმბერიძე
საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში 2019-2020 წლებში
3. ლიკა ტორიკაშვილი
საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში 2018-2019 წლებში
4. გიორგი ტუმასიანი
საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში 2017-2018 წლებში
5. თათია დოლიძე
საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში 2016-2017 წლებში
6. მარიამ სიხარულიძე
საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში 2015-2016 წლებში
7. ლაშა შაყულაშვილი
საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში 2014-2015 წლებში
8. თორნიკე ზურაბაშვილი
საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში 2013-2014 წლებში
9. გიორგი ჭეხანი
საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში 2012-2013 წლებში