კრიტიკული მედია - ოლიგარქიული სპეცრაზმის განსაკუთრებული სამიზნე | ჟურნალისტების ნაწილი კლინიკებშია

გამოქვეყნდა:

ოლიგარქიული სპეცრაზმის განსაკუთრებული სამიზნე კრიტიკული მედიაა. სპეცრაზმი განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება  ყველას  - ტელევიზიის რეპორტიორებსა და ოპერატორებს, რადიოსა თუ ონლაინ გამოცემის ჟურნალისტებს. დაუფარავად ავლენდნენ მედიის მიმართ აგრესიას, უკნიდან ეპარებოდნენ, თავისა და სახის არეში გამიზნულად ურტყამდნენ და ასხამდნენ წიწაკის სპრეის. ამ სასტიკი დარბევის გამო ჟურნალისტების ნაწილი კვლავ კლინიკებში რჩება. მათ შორისაა "ფორმულას" ჟურნალისტი გურამ როგავა, რომელსაც სახის ძვლებისა და კისრის მალის მოტეხილობა აქვს. ოპერაცია დასჭირდა „პუბლიკის” ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს. თავზე რამდენიმე ნაკერი დაადეს "ტვ პირველის" ჟურნალისტსა და წამყვან მარიამ გაფრინდაშვილს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი