წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და აგრესიული სპეცრაზმი | დარბევა რუსულ სტილში

გამოქვეყნდა:

ოლიგარქიულმა რეჟიმმა ევროინტეგრაციის გზას დაუფარავად და დემონსტრაციულად უარი უთხრა, რასაც ქართველი ხალხისგან ბუნებრივი  რეაქციაც მოჰყვა და  რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში გამოვიდა. ივანიშვილის პასუხმაც არ დააყოვნა. პროევროპული დემონსტრანტები დასანქცირებული ხარებას შავფორმიანებმა ღამის განმავლობაში რამდენჯერმე დაარბიეს. წყლის ჭავლი, ცრემლსადენი  გაზი, წიწაკის სპრეი, რასაც ემატებოდა კბილებამდე შეიარაღებული, უკიდურესად აგრესიული  სპეცრაზმი. ისინი აქციის მონაწილეებს დასდევდნენ ქუჩა-ქუჩა, სადარბაზოებში, აფთიაქებსა და ეკლესიაში. ვისაც დაიჭერდნენ ჯერ სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდნენ, უმოწყალოდ სცემდნენ, შემდეგ კი პოლიციის მანქანებისკენ მიათრევდნენ და აკავებდნენ. არაერთხელ გამოსცადეს წყლის ჭავლის მანქანებიც,  რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე თვის წინ შეიძინა. 

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი