ვემიჯნებით პრორუსულ მმართველობას და ყველაფერს იმას, რაც ევროპულ მომავალს გვაშორებს - აცხადებენ ლიეტუვაში მცხოვრები ქართველი სტუდენტები და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, სალომე შაფაქიძეს მიმართავენ:
"მიგვაჩნია, რომ საქართველოს თვითგამოცხადებული მთავრობის მიერ ახლო წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს და მიზანს, ძირს უთხრის ქვეყნის ევროინტეგრაციას, ჩვენივე უსაფრთხოებისა და ნების თავისუფლად გამოხატვას. მსგავს ქმედებებზე თქვენგან არანაირი ობიექტური რეაგირება თავადვე გულისხმობს თქვენი მხრიდან თვითგამოცხადებული მთავრობის გადაწყვეტილების მხარდაჭერას. შესაბამისად, ჩვენ, ქართველი სტუდენტები ლიეტუვაში მკაცრად მოვითხოვთ გადადგეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვაში სალომე შაფაქიძე." ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ამ დროისათვის 44 ხელმომწერი ჰყავს.