წყლის ჭავლის გაშვებისა და დარბევის პარალელურად, ძალოვნებმა აქციის მონაწილეების დაკავებები დაიწყეს. ზუსტი რაოდენობა ამ დროისათვის უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით სამი ადამიანი რობოკოპებმა პარლამენტის შენობის მიმდებარედ - ჭიჭინაძისა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩებიდან აიყვანეს.
პარალელურად, რუსთაველის გამზირზე ისევ რჩებიან დემონსტრანტები.