მირტყეს უმოწყალოდ, მთელი დღე სასამართლოს ველოდები და ღამის 3 საათზე გადამიდეს, რომ დამიმძიმონ მუხლი | აქციის მონაწილე

გამოქვეყნდა:

გასულ ღამეს, აქციაზე დაკავებული ირაკლი წულაია სასამართლო დარბაზიდან საკუთარ ფოტოს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ სახეზე მას დაზიანებები აღენიშნება და წერს, რომ სპეცრაზმელებმა მას და მის ძმას სცემეს, გადაიყვანეს იზოლატორში და მთელი დღეს, სასამართლო პროცესის ლოდინის მიუხედავად, ღამის სამ საათზე სხდომა გადადეს:

"7-მა სპეცნაზელმა გამიტაცა მირტყეს უმოწყალოდ, ჩემი ძმა გადამეფარა და შემდეგ ჩემ ძმაზე გადაერთნენ, შეგვაგდეს მანქანაში და იქაც მაგრად გვირტყეს,  48 საათი გავატარეთ დროებით იზოლატორში, არ წამიყვანეს საავადმყოფოში, დღეს მთელი დღე სასამართლოში ველოდები სასამართლო სხდომის ჩანიშვნას და ღამის სამ საათზე გადამიდეს იმ მოტივით რომ დამიმძიმონ მუხლი და სამშაბათს გაიმართება სხდომა! ერთადერთი იმას ვნანობ რომ ეს ორი დღე არ ვიყავი თქვენთან ერთად, გადავივლებ და მოვდივარ! ცემას კი არა ცხოვრებასაც გავიღებ ამ ბრძოლისთვის! 
ყველა ქოცმა თქვენ თავით წამშალეთ, ვის პოსტსაც ვნახავ ვოლზე დედიდან დაწყებული, მკვდრით დამთავრებული არ დაგიტოვებთ არცერთს თქვე მოღალატეებო!
ვერ გაგვაჩერებთ! ვერ გაგვაჩუმებთ!  ვერ შეგვაშინებთ!
თქვენი აღსასრული დადგა ქოცებო !!!" წერს წულაია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი