კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების ნაწილი "ოცნების" ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნება და მოქალაქეების მიმართ ძალადობას გმობს.
"საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობა ინახავს საქართველოს ისტორიის უაღრესად ობიექტურ და უტყუარ ცნობებს. საუკუნეთა განმავლობაში შექმნილი წერილობითი ძეგლები ადასტურებს ჩვენი ქვეყნის სწრაფვას დასავლური კულტურისკენ. ისიც აღსანიშნავია, რომ სწორედ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული: ეფრემ მცირის, მთაწმინდელების, არსენ იყალთოელისა თუ სულხან-საბას ნააზრევი, რომელიც შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ჩვენი ევროპული აზროვნების მასაზრდოებელი იყო; ასევე, ცენტრის კოლექციები ინახავს რუსეთის იმპერიასთან სხვადასხვა ფორმით მებრძოლი, ევროპულად მოაზროვნე დიდი ქართველი მოღვაწეების: ილიას, აკაკის, ვაჟას, დიმიტრი ყიფიანის, ნიკო ნიკოლაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, კათალიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას და სხვათა პირად არქივებს, რომელთა დაცვა, შესწავლა და პოპულარიზაცია ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაა.
სწორედ ამიტომ, ჩვენ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები გამორჩეულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და მივიჩნევთ, რომ: საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია, დაუშვებელია ჩვენი კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა, ვგმობთ საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობას!", - წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
1. მაია რაფავა - კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
2. მზია სურგულაძე - წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
3. ლია ახობაძე - კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
4. მაია მაჭავარიანი - კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი.
5. თამარ ოთხმეზური - სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი.
6. ნინო მელიქიშვილი - კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი.
7. ნანა ჩიკვატია - კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
8. ვასილ თარგამაძე - დიგიტალიზაციის ლაბორატორიის უფროსი.
9. ნესტან ბაგაური - საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსი.
10. შალვა გლოველი - სამეცნიერო-ანალიტიკური, სასწავლო-საკვალიფიკაციო და საგამომცემლო განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
11. ლელა გოცირიძე - კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, რესტავრატორი.
12. თამარ დვალიშვილი - კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, რესტავრატორი.
13. ასმათ გვაზავა - კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, რესტავრატორი.
14. სოფიო ცერცვაძე - კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, რესტავრატორი
15. თემო ჯოჯუა - წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.
16. ესმა მანია - ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.
17. ნათია ხიზანიშვილი - ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.
18. ნინო კობაური - ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის მეცნიერი თანამშრომელი.
19. ნიკოლოზ ჟღენტი - წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი.
20. თეა ქართველიშვილი - წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.
21. ქეთევან ტატიშვილი - კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.
22. ნათია ვეკუა - საქმისწარმოების სამსახურის გაციფრებისა და ელექტრონული ბაზის კოორდინატორი.
23. ირინე ლეჟავა - ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი.
24. ქეთევან პატარიძე - ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი.
25. ქეთევან ხითრიშვილი - არქივთმცოდნეობის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.
26. შორენა მურუსიძე - არქივთმცოდნეობის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი.
27. ქეთევან პეტრიაშვილი-ცუცქირიძე - არქივთმცოდნეობის დეპარტამენტის სპეციალისტი.
28. ლანა გრძელიშვილი - საგამომცემლო სამსახურის უფროსი
29. ხათუნა გორდეზიანი - ადამიანური რესურსების მართვისა და მონიტორინგის კოორდინატორი.
30. დიმიტრი გურგენიძე - დიგიტალიზაციის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი.
31. ელენე ჩაგელიშვილი - არქივთმცოდნეობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი.
32. ნინო ქავთარია - ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
33. ნუცა კვერნაძე - კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის სპეციალისტი, რესტავრატორი.
34. თამარ ჟღენტი - საგარეო ურთიერთობათა კოორდინატორი.
35. ეთერ ედიშერაშვილი - ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი.
36. ნუცა ციციშვილი - ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი.
37. ნათია მიროტაძე - კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.