ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე, პოლიციამ "რადიო თავისუფლების" პროდიუსერი ბექა ბერაძე დააკავა. ბექა ბერაძე დაკავებამდე ძმასთან და მეგობართან ერთად იყო. ძმა თორნიკე ბერაძე რამდენიმე წუთით ადრე დააკავეს და ავჭალის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, თავად
ბექა ბერაძის ადგილსამყოფელი კი უცნობია.
ის დაკავების ადგილიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, ამაღლების ქუჩაზე ცხოვრობს.