სახალხო პროტესტი არალეგიტიმურ ხელისუფლებას | თსუ-ს პირველ კორპუსთან აქცია გრძელდება

გამოქვეყნდა:

სახალხო პროტესტი არალეგიტიმურ ხელისუფლებას - გასულ ღამეს, საპოლიციო ძალების მიერ, რუსთაველის გამზირზე, აქციის ძალადობრივად დაშლის შემდეგ, მოქალაქეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს და გზა გადაკეტეს. 

ამ დროისთვის, გადაკეტილია ჭავჭავაძის გამზირი, ასევე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია ვარაზისხევის, კეკელიძის ქუჩისა და მელიქიშვილის გამზირის კვეთაზე. 

აქტივისტები თანამოქალაქეებს მოუწოდებენ აქციას შემოუერთდნენ, ჩაანაცვლონ და დასვენების საშუალება მისცენ იმ ადამიანებს, ვინც აქციაზე მთელი ღამე რჩებოდა. 

მანამდე, საპოლიციო ძალებმა დილის 7 საათიდან რუსთაველის გამზირის დემონსტრანტებისგან გაწმენდა დაიწყეს. მოქალაქეებმა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლეს, შემდეგ კი ფილარმონიასთან, საიდანაც თსუ-ისკენ დაიძრნენ. შეგახსენებთ, რომ ქართული საზოგადოება 28 ნოემბრის შემდეგ აპროტესტებს არალეგიტიმური მთავრობის ანტიდასავლურ, ანტისახელმწიფოებრივ და პრორუსულ ნაბიჯებს.

ავტორი: დავით კობიძე 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი