მელიქიშვილზე შეკრებილმა აქტივისტებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს | რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

გამოქვეყნდა:

პარლამენტის მიმდებარედ, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. აქციის მონაწილეები უკვე რამდენიმე დღეა არალეგიტიმური ხელისუფლების პრორუსულ ნაბიჯებს აპროტესტებენ.

გასულ ღამეს დარბევის შემდეგ, გამთენიისას აქტივისტებმა რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძე-მელიქიშვილის კვეთაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. ამ დროისთვის, მელიქიშვილზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა "პირველი არხის" შენობასთან გადაინაცვლა, ნაწილი კი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა.

ავტორი: დათუნა კობიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი