გადადგეს არხის ხელმძღვანელობა | "პირველ არხთან" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

მელიქიშვილის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილმა, "პირველი არხის" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები არხის ხელმძღვანელობის - ვასილ მაღლაფერიძის, თინათინ ბერძენიშვილისა და ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვენ, რომლებიც "ქართული ოცნების" პროპაგანდას უწყობენ ხელს. 

აქციის მონაწილეები "პირველი არხისგან" ითხოვენ, რომ საზოგადოებას ყოველდღიური ეთერი დაეთმოს და რეგიონებში მაუწყებლობა არ შეიზღუდოს. 

შეგახსენებთ, რომ "პირველ არხთან" აქცია გუშინ, 30 ნოემბერსაც გაიმართა. პროტესტის შედეგად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოქალაქეებს 20:00 საათზე პირდაპირი ეთერი დაუთმო.

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი