"ხმის და მომავლის ქურდები" | აქტივისტების ნაწილი ივანიშვილის შუშის სასახლესთან მივიდა

გამოქვეყნდა:

მოქალაქეების ნაწილი აქციას ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან მართავს. აქტივისტების თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ქართველ ხალხს მოჰპაროს ევროპული მომავალი. მათივე განცხადებით, პროტესტი უკვე მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს და კიდევ უფრო გაძლიერდება.

აქტივისტებს ხელში უჭირავთ ბანერები: "დიდი ქოციანობის დასასრული"; "ხმის და მომავლის ქურდები"; "მარიონეტებს აღარ მოსწონთ შენი თეატრი".

მიუხედავად იმისა, რომ ოლიგარქის სასახლესთან სულ რამდენიმე ადამიანია, ადგილზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. ტერიტორიაზე დგას ე.წ დაკავების ავტომობილებიც.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი