"ზაფხულში ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერა. ახლა პარტნიორებთან ერთად საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების საკითხს განვიხილავთ"
წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე X-ზე. მან საქართველოს შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის განცხადება გააზიარა.