
კლინიკა "რეიმანი" "ქართული ოცნების" ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნება და აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ევროინტეგრაციის კურსს მტკიცედ უჭერს მხარს.
ამასთან, კლინიკის განცხადების თანახმად, ისინი მზად არიან აქციაზე დაშავებულებს უფასოდ გაუწიონ დახმარება.
"ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი თანამოქალაქეების მისწრაფებას ევროპული ღირებულებებისკენ და ვგმობთ ძალადობას, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კლინიკა არ ახორციელებს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას, მზად ვართ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, უფასოდ გავუწიოთ დახმარება დაზარალებულებს. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, სადაც ადამიანის უფლებები, თავისუფლება და დემოკრატია უმთავრეს ღირებულებებს წარმოადგენს", - წერია განცხადებაში.