ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებას ითხოვენ | განცხადება

გამოქვეყნდა:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებას ითხოვენ. 
700-მა სტუდენტმა ხელმოწერილი ოფიციალური წერილი ადმინისტრაციას უკვე გადაუგზავნა. 

"მოგესალმებით, ქვეყანაში არსებული სიტუაციის ფონზე შეუძლებლად მიგვაჩნია სწავლის ან/და ნებისმიერი სხვა აქტივობის ისე გაგრძელება, თითქოს ყველაფერი რიგზეა. ის, რაც ახლა საქართველოში ხდება აღემატება ნებისმიერ პარტიულ ინტერესს. 

შეუძლებელია ვუყურებდეთ, თუ როგორ ექცევიან ჩვენს თანატოლებს, მეგობრებს და მათ შორის ჩვენი უნივერსიტეტისავე სტუდენტებს და, ამ დროს, ჩვენ გვიწევდეს აკადემიურ საკითხებზე ფიქრი.    

შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით იმისათვის, რომ სტუდენტებმა შეძლონ საკუთარი პოზიციის თავისუფლად დაფიქსირება, დროებით შეჩერდეს სასწავლო პროცესი ან იმ სტუდენტებს, რომლებიც პროტესტის გამო ვერ მოახერხებენ აკადემიურ საქმიანობაში ჩართვას მიეცეთ შესაბამისი აქტივობების აღდგენის საშუალება. განცხადებას თან ვურთავთ ვიდეოების იმ მცირე ჩამონათვალს, რომლის საკუთარ თავზე ატანა/ყურებაც ბოლო 72 საათია გვიწევს", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი