"ვგმობთ მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ ევროინტეგრაციის შეფერხებას და აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობას!" | კომაროვის სკოლის მასწავლებელთა და კურსდამთავრებულთა მანიფესტი

გამოქვეყნდა:

"ვგმობთ მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ ევროინტეგრაციის შეფერხებას და აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობას!" - ამის შესახებ კომაროვის სკოლის მასწავლებელთა და კურსდამთავრებულთა მანიფესტშია საუბარი, რომელსაც, ამ დროისთვის, ხელს 600-მდე პირი აწერს. 

"კომაროვის სკოლის მასწავლებელთა ნაწილი ვაცნობიერებთ რა პასუხისმგებლობას ჩვენს ამჟამინდელ თუ უკვე კურსდამთავრებულ მოსწავლეთა და სამშობლოს წინაშე, კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულებთან ერთად კატეგორიულად ვგმობთ მთავრობის მიერ საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ ევროინტეგრაციის ნებისმიერი ფორმით შეფერხებას და საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობას!" - წერია მანიფესტში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი