საერთო სახალხო პროტესტს სტუდენტები უერთდებიან | იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები "ოცნების" ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

გამოქვეყნდა:

სტუდენტები საკუთარი პროტესტის გამოსახატად წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან იკრიბებიან. პარალელურად, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები კი, ქართული ოცნების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას სწავლის შეჩერებისკენ მოუწოდებენ. სტუდენტები ასევე მოუწოდებენ ფაკულტეტის დეკანს გაემიჯნოს ხელისუფლების ანტიევროპულ და პრორუსულ განცხადებებს.

სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებას ითხოვენ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები. 700-მა სტუდენტმა ხელმოწერილი ოფიციალური წერილი ადმინისტრაციას უკვე გადაუგზავნა.

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი