გორის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციამ საკლასო ოთახებში გამოკეტა

გამოქვეყნდა:

გორის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები ადმინისტრაციამ სკოლაში გამოკეტა და საერთო სახალხო პროტესტისთვის შეერთების საშუალებას არ აძლევს. სკოლის დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილია, რომელიც არსებული ინფორმაციით, "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირია.

ამ წუთებში გორის მესამე საჯარო სკოლასთან სხვა სკოლების მოსწავლეები მივიდნენ, ისინი ვინც საერთო სახალხო გაფიცვას უერთდებიან და დირექციას მოუწოდებენ, მისცეს შესაძლებლობა საკუთარ აღსაზრდელებს გამოხატონ პროტესტი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. 

დღეს, 17 საათზე გორის  ცენტრალურ მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაანონსებული.
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი