საერთო სახალხო პროტესტს უერთდებიან კომაროვის სკოლის მოსწავლეები. ისინი სკოლის შენობის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და გზა გადაკეტეს.
საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ხელში, მოსწავლეები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან, გმობენ ძალადობასა და ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას.