სპეცრაზმელების მიერ ნაცემი ახალგაზრდა | აქციის მონაწილეს ოპერაცია ჩაუტარდა

გამოქვეყნდა:

აქციის ერთ ერთს მონაწილეს, დათო ოქრუაშვილს, რომელიც საპოლიციო ძალებმა 2 დღის წინ დააკავეს და სცემეს, ოპერაცია ჩაუტარდა. მას თვალის გუგასთან ძვალი ჰქონდა გატეხილი. როგორც "მთავარ არხთან" ოქრუაშვილის მეგობარი ამბობს, დაკავების შემდეგ ახალგაზრდას თან აღარ ჰქონდა საფულე და ტელეფონი.

ბოლო მონაცემებით, შსს-მ მიმდინარე აქციებზე ჯამში 224 ადამიანი დააკავა. დაკავებულები სხვადასხვა იზოლატორებში არიან გადაყვანილი და როგორც მათი მონახულების შემდეგ, ადვოკატები ამბობენ, არიან ნაცემები. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი