შინდისის გმირის, ემზარ წილოსანის შვილი, მარიამ წილოსანი დღეს, მისივე სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას ამბობს, რომ ხელოვნების მასწავლებელმა "სირცხვილი" უწოდა ახალგაზრდების პროტესტს. მისივე თქმით, პედაგოგს, ირინა წულაძეს არც მისი პოზიცია მოეწონა
"ბავშვებს გვინდოდა, რომ ჩვენი აზრი გამოგვეხატა და მივსულიყავით სკოლაში დროშებით და პლაკატებით, გვაინტერესებდა მასწავლებლის აზრიც დღევანდელ ვითარებაზე. ჩაგვიტარდა პირველი გაკვეთილი და ვკითხეთ მასწავლებელს რას ფიქრობდა. ჩვეულებრივად გვესაუბრა, ჩამოგვიყალიბა ნორმალურად და როდესაც მეორე გაკვეთილი დაგვეწყო ხელოვნების მასწავლებელსაც, იგივე ვკითხეთ და გვიპასუხა, რომ სირცხვილია და პოლიციელების მიმართ ცუდადა იქცევიანო.
აინტერესებდა ჩემი აზრი - მოგწონს რასაც აკეთებენო? ვუთხარი რომ მომწონს და ვუერთდები მათ ბრძოლას იმისთვის, რომ მამაჩემის გმირობა ისტორიიდან არ წაიშალოს და ბოლოს მეუბნება, რომ ჩემგან ასეთ რაღაცას არ მოელოდა და სირცხვილიაო.
ხელები აწია მოვრჩი ყველაფერსო და ბავშვებმაც პროტესტის ნიშნად დავტოვეთ კლასი." თქვა მარიამ წილოსანმა "შენი შუადღის" ეთერში.