თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ქალაქის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას მართავენ და თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიერ, ქვეყნის ევროპული კურსის შეცვლას აპროტესტებენ. როგორც ახალგაზრდები ამბობენ, მათ დღეს უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა სურდათ, შეხვედრა შედგა, თუმცა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელმა სტუდენტების თხოვნას გამოეხატა პოზიცია, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია - უარით უპასუხა:
"რექტორს შევთავაზეთ რომ თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა, თავდაპირველად გამოვიდა და გვითხრა, რომ ნებისმიერ საკითხზე შეძლებდა საუბარს, თუმცა შემდეგ, თავის კაბინეტში დაგვიბარა და გვითხრა, რომ სითბოში დავილაპარაკოთო. არ დავემორჩილეთ და ვუთხარით, რომ ჩვენი პროტესტი გარეთ იყო და იქ გვინდოდა მისი მოსმენა, თუმცა ბოლოს მოლაპარაკებაზე წავედით და ვთხოვეთ, რომ სამი სიტყვა დაეწერა - საქართველოს ადგილი ევროპაშია - გვითხრა, რომ ამას ვერ და არ გააკეთებდა" ამბობს პროტესტის მონაწილე, სტუდენტი მარიამ მამნიაშვილი.