ახალი არჩევნები, სასწავლო პროცესის შეჩერება, თსუ-ის ცენტრალური შესასვლელის ხელმისაწვდომობა მომიტინგეებისთვის | თსუ-ის სტუდენტების განცხადება

გამოქვეყნდა:

ახალი არჩევნების დანიშვნა , თსუ-ს ადმინისტრაციის მხრიდან სწავლის პროცესის შეჩერება, თსუ-ს ცენტრალური შესასვლელის 24-საათიანი ხელმისაწვდომობა მომიტინგეებისა და დაშავებულებისთვის - ამ სამი მოთხოვნის შესახებ, თსუ-ის სტუდენტებმა ერთობლივ განცხადება გააკეთეს:

"28 ნოემბერს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობის მეთაური კვლავ გაცდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს და უარი თქვა ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე.
ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს დეფაქტო  ხელისუფლების უმოქმედობასა და ხალხის ნებასთან შეუთავსებლობას.  
ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ ახალგაზრდების და საზოგადოების ფართო წრის ლეგიტიმურ პროტესტს, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად.  
შესაბამისად შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ, თსუს სტუდენტები და ლექტორების ნაწილი, ვაცხადებთ გაფიცვას, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყანა არ დაუბრუნდება კონსტიტუციურ ჩარჩოს.

ჩვენი მთავარი მოთხოვნებია:  

1. ახალი არჩევნების დანიშვნა ნეიტრალური საარჩევნო კომისიისა და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების პირობებში;  
2. თსუ-ს ადმინისტრაციის მხრიდან სწავლის პროცესის შეჩერების შესახებ განცხადების გაკეთება, სანამ ზემოთ აღნიშნული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება;  
3.თსუ-ს ცენტრალური შესასვლელის 24-საათიანი ხელმისაწვდომობა მომიტინგეებისა და დაშავებულებისთვის.  

ამავდროულად, სოლიდარობას ვუცხადებთ  მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან ან დაშავდნენ  დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან ძალის გადამეტების გამო.  
ერთად დავიცვათ კონსტიტუციური წესრიგი და ევროატლანტიკური მომავალი!!
ჩვენი ხმა აუცილებელია, რათა საქართველო გახდეს თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული ქვეყანა." ნათქვამია განცხადებაში. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი