ხმაური და დაპირისპირება იმერეთში - ზესტაფონსა და სამტრედიაში "ქართული ოცნების" წევრები, ევროინტეგრაციის მომხრეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპული მარშის წარმომადგენლები ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ.
პარალელურად პროტესტი გრძელდება ქუთაისშიც. აქციის მონაწილეები თვითგამოცხადებული ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებას ემიჯნებიან.