
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს და ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს.
რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში ვითარება დაძაბული იყო. პოლიცია მოქალაქეებს ძალისმიერი მეთოდით აკავებდა და მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენ გაზსა, ე.წ. გაზის კაფსულებსა და წყლის ჭავლს იყენებდა.
რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეების წასვლის შემდეგ, ტერიტორიის დატოვება სპეცრაზმმაც დაიწყო, თუმცა ამ წუთებში, სავარაუდოდ, ჭავჭავაძის გამზირისკენ საპოლიციო ძალები მიემართებიან.