ჭავჭავაძეზე სპეცტექნიკაა მობილიზებული | დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები

გამოქვეყნდა:

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან გადაინაცვლეს, სპეცტენიკა და საპოლიციო ძალები არიან მობილიზებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყეს. ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. 

რუსთაველის გამზირზე, მთელი ღამის განმავლობაში, ვითარება დაძაბული იყო. პოლიცია მოქალაქეებს ძალისმიერი მეთოდებით აკავებდა და მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენ გაზსა, ე.წ. გაზის კაფსულებსა და წყლის ჭავლს იყენებდა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი