Პირველი ბრიგადის Მე-12-ე ბატალიონის ჯარისკაცს, საამაყო წარსულიდან ბევრი ნივთი შემორჩა. Შეიარაღებული ძალებში გიორგი დოლუაშვილმა 6 წელი იმსახურა. Ყველა დღე ეამაყება, მაგრამ განსაკუთრებულად 19 წლის ბიჭი იმ დღეს იხსენებს, დაუფიქრებლად რომ გაეშურა ავღანეთში საომრად. Ბევრჯერ მდგარა სიკვდილის პირისპირ, დაეღუპა მეგობარი მებრძოლები და ზოგჯერ იმასაც ვერ იჯერებს, რომ ცოცხალია. Თავგანწირული ბრძოლით მოპოვებული ფული კი თაღლითებმა მიითვისეს.
Ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო. Გიორგიმ, ისე როგორც სხვა სამასმა ადამიანმა მილიონობით ლარი დაკარგა. Მიზეზი ფინანსური პირამიდაა. Გიორგის ავღანეთში გამომუშავებული14 ათასი დოლარი თაღლითური გზით წაართვეს.
2017 წელს ფინანსური პირამიდის დაზარალებულებმა იჩივლეს და საქმეზე გამოძიება დაიწყო. Როგორც პროკურატურამ გაარკვია, საქმის მთავარი ფიგურანტია ქეთევან ყაყიტაშვილი.
Სქემა ასე ლაგდება:
ყაყიტაშვილმა კომპანია “ევროკრეტიდი” 2013 წელს დააფუძნა, ის კომპანიაში დირექტორის პოზიციას იკავებდა, მისი შვილი, თათია ჭკადუა კი ევროკრედიტის 100% წილის მფლობელი იყო.
2016 წელს წილებს ქეთევანი და თათია ინაწილებენ. Ერთი წლის შემდეგ კი კომპანიაში მეწილეც და დირექტორიც თავად ქეთევან ყაყიტაშვილია.
დანაშაულებრივ სქემაში ქეთევან ყაყიტაშვილმა სანათესაო წრეც ჩართო- დედა, ეთერ ყაყიტაშვილი, ბიძაშვილი ლელა ყაყიტაშვილი, შვილი გვანცა ჭკადუა, ნდობით აღჭურვილი პირი, მარიამ ხარაზიშივლი.
ამ სქემის მონაწილეების სახელზე არაერთი ქონება გააფორმა, სია გრძელია. Ქეთევან ყაყიტაშვილის ოჯახის წევრების ქონების ზრდის პარალელურად მცირდება პირადად მასზე რეგისტრირებული ქონებები და მის სახელზე 2017 წელს უკვე აღარაფერი ჩანს.
Კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი, ქეთევან ყაყიტაშვილის შვილი და ევროკრეტიდის დამფუძნებელი, თათია ჭკადუა ფორმალურად ევროკრეტიდან 2017 წელს გავიდა და სამშენებლო კომპანია "ევრო+" დააარსა.
Პროკურატურამ დაადგინა, რომ ყაყიტაშვილის სანათესაოს მინიმალური შემოსავალი ჰქონდა და ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ ამ ქონების დაგროვებას.
იკვეთება შპს “ევროკრეტიდის” წარმომადგენლების მიერ ფიზიკურ პირების დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების არაერთი ფაქტი. Შპს ”ევროკრედიტის” ხელმძღვანელ და მათი ოჯახის წევრების მხრიდან ასევე ადგილი აქვს კომპანიის აღურიცხავი თანხების უკანონოდ დაუფლების გზით მიღებული შემოსავლებისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით უძრავი და მოძრავი ქონებების შეძენას, რიგ შემთხვევაში კი ოჯახის წევრებზე მათ ფიქტიურ რეგისტრაციას…
პროკურატურამ ოჯახის წევრებზე არსებული ყველა ქონება დააყადაღა. მათ შორის არის მიწის ნაკვეთი, რომელიც თათია ჭკადუას სამშენებლო კომპანიის სახელზე იყო რეგისტრირებული და გორში, საცურაო აუზის გვერდით მდებარეობს.
სასამართლომ ამ მიწის ნაკვეთს ყადაღა 2017 წელს დაადო, მაგრამ Მაშინ როდესაც დაზარალებულებს იმედი ქონდათ, რომ ამ და სხვა მიწის ნაკვეთის რეალიზაციით თაღლითთური გზით წართმეული 7 მლნ-იანი ქონების ნაწილს მაინც დაიბრუნებდნენ - მოულოდნელად გაიგეს, რომ აქ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას დეპუტატი ივანე მაკრახიძის შვილის კომპანია აწარმოებს.
კომპანიაში გვითხრეს, რომ მიწის ნაკვეთი ახლა კომპანია "მკურნალს" ეკუთვნის და სამშენებლო სამუშაოებს მაკრახიძის კომპანია "ემ ეს ჯი" აწარმოებს. Კომპანიაში თაღლითებთან კავშირს უარყოფენ და ამბობენ, რომ ყველაფერს კანონის სრული დაცვით აკეთებენ.
Რამდენს გადაეცემა ბინა 307 დაზარალებულიდან ოპერატორმა არ იცის, ან თუკი ასეა, რატომ არ იციან ეს დაზარალებულებმა, რომელებიც დაყადაღებული ქონების რეალიზებას და ზარალის ანაზღაურებას 2017 წლიდან ელიან. დაზარალებულებისთვის არავის უკითხვას სურთ თუ არა გორში საცხოვრებელი ფართების მიღება და არავის შეუსწავლია არის თუ არა ეს მათი ზარალის შესატყვისი.
Ეს კითხვა დაზარალებულებსაც აწუხებთ და კიდევ ერთი აფიორის სუნი სცემთ.
Სქემა ასეთია: 2006 წლიდან მიწა "შპს მკურნალს" ეკუთვნოდა, 2016 წელს ის შპს ევრო + მა შეიძინა, 2018 წელს კი საჯარო რეესტრის მიხედვით ისევ შპს მკურნალი გახდა მისი მესაკუთრე. აქ უცნაური არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტი, ამ ოპერაციამდე 1 წლით ადრე, 2017 წელს სასამართლომ ეს მიწა, ისევე როგორც ევროკრედიტის მთლიანი ქონება დააყადაღა.
Დღემდე გაურკვეველია როგორ მოახერხა შპს მკურნალმა დაყადაღებული ქონების შესყიდვა ან დეპუტატის ქალიშვილმა ასეთ ქონებაზე მშენებლობის უფლების მოპოვება.
Კიდევ ერთი საეჭვო ფაქტი, სასამართლომ ევროკრედიტის დარჩენილი მთლიანი ქონება, ანუ ყველაფერი ამ მიწის ნაკვეთის გარდა პირველი რიგის მსესხებელ კომპანიად გამოცხადებულ "ლაკა 2014" -ს მიაკუთვნა.
Მაშინ, როდესაც დაზარალებულების თქმით და ოფიციალური გადარიცხვებით დასტურდება რომ ეს კომპანიაც ევროკრედეტის ჯგუფის მიერაა დაარსებული. გამოდის, რომ სასამართლომ დაყადაღებული ქონება ისეთ კომპანიას გადასცა, რომელიც პირდაპირ კავშირშია თაღლითურ ჯგუფთან და ცარიელ-ტარიელი დატოვა 307 ოჯახი.
Გარდა ამისა, Საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, ისევ დაუყადაღებელია ქეთევან ყაყიტაშილის ოჯახის წევრებზე რეგისტრირებული არაერთი უძრავი ქონება.
Რატომ არ ხდება ზარალის ანაზღაურება - Დაზარალებულებს კითხვები აქვთ გამძოებასთან და ისინი იმ მაღალჩინოსნებსაც ასახელებენ, ვინც შესაძლოა თაღლითების ჯგუფს ხელს აფარებდეს.
Ადამიანი, რომელზეც ჯარისკაცი საუბრობს ალექსანდრე გოგიაშვილია. Საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომელი. Დაზარალებულები ამბობენ, რომ ის თაღლითებთან გარიგებულია. "მთავარი არხის" კამერამ გოგიაშვილები გააღიზიანია. Სუს-ის თანამშრომელი ყველა ბრალდებას უარყოფს.
ოპოზიცია გორში ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება დანაშაულს იმიტომ არ ხსნის, რომ ქართული ოცნების დეპუტატების და შსს-ს თანამშრომლების პასუხისმგებლობა იკვეთება.
Დაზარალებულები კი წლებია ელოდებიან როდის დაუბრუნებენ წართმეული ქონებას.. Ისინი სქემაში ჩართული ყველა მონაწილის დასჯას უკვე 5 წელია ითხოვენ, მაგრამ სასამართლო და პროკურატურა არაფერს აკეთებს რომ ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩენილ ადამიანებს თანხის ნაწილი მაინც დაუბრუნოს.