"თუ აღმოჩნდა, რომ ამ შენობაში არცერთი პოლიციელი არ იდგა, ბოდიშს მოიხდით" | სამუშიას ულტიმატუმი სტუდენტებს

გამოქვეყნდა:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად, ნაადრევად დატოვა. ის შეხვედრაზე ახალგაზრდებს არწმუნებდა, რომ თსუ-ს შენობაში სპეცრაზმელები არ ყოფილან.

"თუ ისე აღმოჩნდა, რომ ამ შენობაში არცერთი პოლიციელი არ იდგა, თქვენ ბოდიშს მოიხდით," - განუცხადა სტუდენტებს ჯაბა სამუშიამ.

სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჯაბა სამუშიასთან შეხვედრას სრულიად უშედეგოს უწოდებენ, რექტორის პასუხისმგებლობის დაყენებასა და მის გადადგომას მოითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი