ევროკავშირი ჩვენი არჩევანია! გამოდით! - ხაშურში აქცია -მსვლელობა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ცენტრალურ პარკში შეიკრიბნენ და ქალაქის ქუჩებში მსვლელობით გადაადგილდებიან, მათ უერთდებიან სკოლის მოსწავლეებიც.
"რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს ევროპული მომავალი სჭირდება" - ამბობენ მსვლელობის მონაწილეები და თანაქალაქელებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ პროტესტში.