წარმატება დევნილობაში - ერთი ტკივილი და განსხვავებული შემოქმედება

გამოქვეყნდა:

მეხსიერების ბარათებად ქცეული მოგონებები, ქუჩები, სახლები და ზღვის სუნი. წლებთან ერთად  დაბრუნების მოლოდინი ნელ-ნელა ქრება და ყოველი მომდევნო თაობისთვის მშობლიური ადგილი უტოპიურ ქალაქს ემსგავსება.

ცხოვრება ომი შემდეგ, ბრძოლა გადარჩენისთვის , 27 წლის წინანდელი კატასტროფის ექო დღემდე გრძელდება. ადამიანები კი რომლებიც ერთ დღესაც საკუთარ ქვეყანაში დევნილებად იქცნენ,  დღემდე საკუთარი ინტერნაციონალური იდენტობით ყველგან ცხოვრობენ. 

პაატა შამუგია თანამედროვე ქართველი პოეტი, ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგზის ლაურეატი.  

იყო ლიტერატურული ძიების პროცესი,  რომელიც რაღაცით გავდა პიროვნების ძიების პროცესს, უცხო გეოგრაფიულ გარემოში.  სიტყვა დევნილი უკვე ქმნიდა ამ თაობისთვის სოციალურ ბარიერს, რომელიც უცხო გარემოში, ახალ ადამიანებთან დამატებით გამოწვევებს გულისხმობდა.

ისინი სამჯერ უფრო მეტად წვალობდნენ ვიდრე ადგილობრივები. მათი თვიდამკვიდრების პროცესი თაობებს გულისხმობდა. მათი იდენტობაც ყოველდღიურად ეჩვეოდა ახალ გარემოს და იბრძოდნენ. პაატამ კი ეს საკუთარი ნიჭის ხარჯზე შეძლო.  

თავისუფალი კონტექსტების ძიების პერიოდში იყო კრიტიკაც. იყო კრებულიც თავისი კლასიკური ტექსტის პარადირებული ვერსიით. დღეს ავტორს ქართული პოეზიის გამორჩეულ სახედ მიიჩნევენ. სანამ ბაგების საერთო საცხოვრებლის შენობაში აღმოჩნდებოდა, მისმა ოჯახმაც დიდი გზა გაიარა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. 2014 წლიდან დღემდე ბაგებში, დევნილთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს.

ლოკალური ურბანული წარმატების შემდეგ იყო ევროპა. თარგმანები უცხო ენაზე. დღეს მისი ლექსები ინგლისურ, ფრანგულ , თურქულ და გერმანულ ენებზეა ნათარგმნი. სულ რამდენიმე თვეში კი საფრანგეთში პაატა შამუგიას კრებულის პრეზენტაცია იგეგმება. თუმცა ფინანსურად პოეტებს ნაკლებად წყალობენ. 

თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ანდრო ვეკუა. დიდ ტკივილამდე იყო სამყარო ზღვის სამოთხეში, თუმცა სოხუმის დაცემამდე 2 წლით ადრე მისი  ცხოვრება  თავდაყირა დადგა და  სამყაროც წინააღმდეგობებით აღსავსე გახდა. დღეს თანამედროვე ხელოვნების მსოფლიო რუქაზე არ არსებობს წერტილი ანდრო ვეკუას გარეშე.

მისი მსოფლმხედველობა სავსეა ტკივილით რომელიც აფხაზეთს და მის დატოვებას უკავშირდება. ანდროს ოჯახს პირადად შეეხო ეს ტრაგედია. სოხუმის დაცემამდე  ერთ-ერთ საბრძოლო შეტაკებას  ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის აღიარებული ლიდერი, გამორჩეული პატრიოტი ვოვა ვეკუა, ანდროს მამა ემსხვერპლა.

ომგამოვლილმა, ტრავმირებულმა ადამიანებმა  გადატანილი ტრაგედია მოგვიანებით საკუთარი ნიჭის ხარჯზე  მსოფლიოს გააცნეს.    

დემნა გვასალიამ შეძლო მოდაში ახალი და ამავდროულად რადიკალურად განსხვავებული სტილი დაემკვიდრებინა და პოდიუმი ისეთ ხელოვნებად ექცია , რომელსაც მეტყველების და ისტორიის თხრობის უნარი აქვს.

დემნა გვასალიამ შემოქმედებაში ასახა ის რეალობა, რომელიც გამოიარა, მსოფლიო აუდიტორიას თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და მძიმე წუთები გაუზიარა. Vetement-ის 2019 წლის კოლექცია აფხაზეთის ომსა და 90-იანი წლების წარსულს მიუძღვნა და თან ყველას შეახსენა რომ საქართველოს ტრაგიკული ისტორია 90-იანებში არ დასრულებულა და ოკუპაცია გრძელდება.

დემნა გვასალიას ჩვენება ხშირად  დოკუმენტური ფილმივით არის. კოლექციაში დიზაინერს არაერთხელ გამოუტანია მისი განცდები საჯაროდ, ის ტკივილები და ემოციები, რომელიც  დღემდე სოხუმს უკავშირდება.  

მხატვარი პაპუნა პაპასკირი დღემდე ბინიდან ბინაში მოგზაურობს. გეოგრაფიული ადგილი ვერ დაიმკვიდრა, თუმცა თვითდამკვიდრება შეძლო. საკუთარ შემოქმედებას ხშირად უკავშირებს აფხაზეთს. ხატავს ჩვენი ქვეყნის აბსტრაქტული კუთხის აბსტრაქტულ ქუჩებს.

ზურა ჯიშკარიანი- პიპ-პოპ კულტურაში მნიშვნელოვანი ფიგურა, კაიაკატას წევრი. პირველი ქართული ჩეტბოტის შემქმნელი. თანამედროვე მწერალი, რომლისთვისაც აფხაზეთი გულწრფელი ტკივილის საბადოა. ხშირად წერს მშობლიურ ქალაქზე, უკვე ფიზიკურად არარსებული კავშირის მიუხედავად.

ადამიანები რომელთა შემოქმედებასაც საერთო ტკივილი და განსაცდელი აერთიანებს. მწერლები , მუსიკოსები, მხატვრები... მათ 27 წლის წინ  ახალ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე დაიწყეს დამკვიდრება და  საკუთარი ხმა მსოფლიოს მიაწვდინეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი