საპროტესტო აქციაზე დაკავებული ირაკლი წულაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქემ ზვიად ცეკვავამ სამართალდამრღვევად ცნო და 3 000 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.
სასამართლო ისევე როგორც, აქციაზე დაკავებულ ყველა ადამიანს, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
ირაკლი წულაია პოლიციამ 28 ნოემბრის აქციაზე დააკავა. მას სახეზე დაზიანებები აღენიშნება.