სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოფიციალური ვაშინგტონი, მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ გადამეტებულ ძალას, გმობს.
როგორც პატელმა აღნიშნა, აშშ ჟურნალისტებზე თავდასხმების შესახებ ინფორმაციით, შეშფოთებულია.
"ვგმობთ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას საქართველოში იმ მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ გამოიყენონ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. აშშ ღრმად შეშფოთებულია ჟურნალისტების დაკავებისა და მათზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციით, რადგან მიგვაჩნია, რომ თავისუფალი პრესა დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედია.
კვლავ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყონ მშვიდობიანი პროტესტი და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მკაცრად დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები.
არ ვაპირებ, წინასწარ განვიხილო ან ვივარაუდო რაიმე ქმედებები, რასაც აშშ-მა შესაძლოა, მიმართოს ან არ მიმართოს. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ახლა ფოკუსირებული ვართ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობაზე და მათთვის იმ მძიმე პასუხისმგებლობის ხაზგასმაზე, რაც აკისრიათ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის თვალსაზრისით, რაც, ჩვენი რწმენით, ისევ რჩება საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების საფუძვლად", - თქვა პატელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.