რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი, ბესო გაფრინდაშვილი დაშავდა. მას პიროტექნიკა მოხვდა.
გაფრინდაშვილს სამედიცინო დახმარება ადგილზე ჩაუტარდა - მას ხელი აქვს დაზიანებული.
"კარგად [ვარ], კარგად. არ ვიცი, არ დამინახავს, რა მოხდა ზუსტად", - თქვა გაფრინდაშვილმა საზმაუს ეთერში.