ერთ-ერთი კლინიკის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ექიმი, მირზა ფუტკარაძე ამბობს, რომ კლინიკები ნაცემი მოქალაქეებით არის სავსე და ისინი "სასტიკად ნაცემები" არიან.
ის კოლეგებს აქციაზე გასვლისკენ და პროტესტისკენ მოუწოდებს:
"ვარ ემერჯენსის ექიმი. დღეს შემოვუერთდი ამ აქციას, ხანგრძლივი მორიგეობის შემდგომ და მინდა გითხრათ, რომ კლინიკებში კრიტიკული მდგომარეობაა, დაზარალებულების სახით. ჩემი კოლეგებისგან ვიცი, რომ უამრავი დაზარალებული, ვინც კლინიკებში შევიდა, არიან სასტიკად ნაცემი. რეჟიმი რუსული ოცნება და რუსული მთავრობა არის სიცოცხლისთვის და თავისუფლების შეუთავსებელი.
ამიტომ, გამოვფხიზლდით, ყველა პროფესიის წარმომადგენლებო, ქვეყანას ვკარგავთ და რუსული რეჟიმი სიცოცხლისთის და თავისუფლებისთვის შეუთავსებელ ზიანს აყენებს ქვეყანას. მოდით, ერთხელ მშვიდად, წყნარად ავუჯანყდეთ ისე, რომ აღარ დაგვჭირდეს ჩვენი თანამოქალაქეების მსხვერპლად შეწირვა. ამას სპეცრაზმს და ომონს ვერ ვუწოდებ, ესენი არიან რუსი ჯარისკაცები, რომლებიც ქართველების სახით მოგვევლინნენ და უნდათ რომ დაგვამონონ, მაგრამ ეს არ გამოუვათ. მოგიწოდებთ ყველა კოლეგას - გამოფხიზლდეთ!... გააპროტესტეთ ეს მარაზმი, რაც ხდება", - თქვა ფუტკარაძემ.