რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ განლაგებული სპეცრაზმელები ადგილიდან დაიძრნენ. ასევე, საპოლიციო ძალები განლაგებულები არიან რესპუბლიკის მოედანზეც.
საპოლიციო ძალების ნაწილი რუსთაველის გამზირზე ბესიკის ქუჩიდანაც ჩამოვიდა. სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს შლიან და ძალის გამოყენებით აკავებენ. პერიოდულად ისმის გამაფრთხილებელი ხმაც.
აქციის მონაწილეები სხვადასხვა ლოკაციაზე იმყოფებიან, ძირითადი ნაწილი რუსთაველის მეტროსთან იმყოფება.