საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი მთლიანად დაიკავა. სპეცრაზმელებმა სპეციალური აღჭურვილობა მოიხსნეს. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე განლაგებულია სპეცაღჭურვილობა და სპეცდანიშნულების რაზმები - ამის შემდეგ გამზირის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება.
მანამდე, რუსთაველის გამზირზე ვითარება რამდენიმე საათის განმავლობაში დაძაბული იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ძალისმიერი მეთოდებით აკავებდნენ მოქალაქეებს, იყენებდნენ ცრემლმდენ გაზსაც.
რაც შეეხება მომიტინგეებს, ისინი გმირთა მოედნის გავლით თბილისის მერიასთან მივიდნენ.